კონვერტაციის სქემა

გთავაზობთ საბარათე ანგარიშებს შორის კონვერტაციის სქემის რამდენიმე მაგალითს:

პლასტიკური ბარათის მეშვეობით განხორციელებული ტრანზაქციის თანხა ჩამოიჭრება იმ ვალუტის ანგარიშიდან, რომელშიც მოხდა თანხის გახარჯვა. თუ კლიენტს აქვს საბარათე  ანგარიში გახსნილი ტრანზაქციის ვალუტაში, თანხა ჩამოიჭრება ტრანზაქციის თანხის შესაბამისი ვალუტის ანგარიშიდან, ხოლო იმ ნაწილის დაფარვა, რომელიც არ ყოფნის ტრანზაქციას, მოხდება პრიორიტეტული ვალუტის ანგარიშიდან.

აშშ დოლარის ანგარიშიდან ჩამოიჭრება სრული თანხა 50 აშშ დოლარი, ხოლო 10 აშშ დოლარის უარყოფითი ნაშთის  გადაფარვა განხორციელდება ლარის ანგარიშიდან კონვერტაციის გზით უნაღდო ანგარიშსწორების განხორციელების მომენტისთვის ბანკში დადგენილი კომერციული კურსის შესაბამისად.**

  ლარი (პრიორიტეტი) აშშ დოლარი

ევრო

ნაშთები ანგარიშებზე

300 40 400

მოთხოვნილი თანხა

- 50 -

ჩამოჭრილი თანხა

- 50 -

ნაშთები ანგარიშებზე ჩამოჭრის შემდეგ

300 -10 400

ნაშთები ანგარიშებზე კონვერტაციის შემდეგ

267* 0 400

*მაგალითში მოცემული კურსი: 1 USD=3.30 GEL

**გაითვალისწინეთ, რომ შესაძლებელია ტრანზაქციის განხორციელებისა და ტრანზაქციის ანგარიშზე ასახვის დღე განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან; ასევე შესაძლებელია ტრანზაქციის ანგარიშზე ასახვის და კონვერტაციის დღე განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან.

თუ მოთხოვნილი თანხა აღემატება მოთხოვნილი თანხის შესაბამისი ვალუტის ანგარიშზე არსებულ ნაშთს და პრიორიტეტული ვალუტის ანგარიშზეც არ არის ხელმისაწვდომი ნაშთი, ტრანზაქციის თანხის ჩამოჭრა მოხდება რიგით მომდევნო ვალუტის ანგარიშიდან. ასეთი ტრანზაქციის დამუშავებისას, მიუხედავად იმისა არის თუ არა ტრანზაქციის შესაბამისი ვალუტის ანგარიშზე ნაშთი, თანხა ჩამოიჭრება ტრანზაქციის ვალუტის შესაბამისი ანგარიშიდან. ხოლო შემდეგ კონვერტაციის გზით ხდება ნაშთების გასწორება რიგით მომდევნო პრიორიტეტული ვალუტის ანგარიშიდან. 

  ლარი აშშ დოლარი (პრიორიტეტი)

ევრო

ნაშთები ანგარიშებზე

50 0 100

მოთხოვნილი თანხა

150 - -

ჩამოჭრილი თანხა

150 - -

ნაშთები ანგარიშებზე ჩამოჭრის შემდეგ

-100 0 100

ნაშთები ანგარიშებზე კონვერტაციის შემდეგ

0 0 75*

*მაგალითში მოცემული კურსი: 1 EUR=4 GEL

თუ ტრანზაქციის თანხის ვალუტა განსხვავდება საბარათე ანგარიშზე მიბმული ვალუტებისგან და საბარათე ანგარიში არის სამ ვალუტაში - კონვერტაციის კურსი განისაზღვრება VISA/MC-ს მიერ. ტრანზაქციის თანხის ჩამოჭრის ასახვა ხდება საგადამხდელო სისტემის მიერ ტრანზაქციის დამუშავების დღეს არსებული VISA/MC-ს კურსით.

შენიშვნა: გამომდინარე იქიდან, რომ თანხის ჩამოჭრა შესაძლებელია მოხდეს კლიენტის მიერ ტრანზაქციის გატარებიდან რამოდენიმე დღის შემდგომ გასათვალისწინებელია, რომ დაბლოკვის დროს არსებული ვიზა მასტერქარდის კურსი და საგადამხდელო სისტემის მიერ ტრანზაქციის დამუშავების დღეს არსებული კურსი შესაძლებელია იყოს განსხვავებული.

მოთხოვნილი თანხაა 2000 ჩეხური კრონა. მაგ: 2000 CZK=100 USD

  ლარი (პრიორიტეტი) აშშ დოლარი

ევრო

ნაშთები ანგარიშებზე

350 0 700

მოთხოვნილი თანხა

- - -

ჩამოჭრილი თანხა

- 100* -

ნაშთები ანგარიშებზე ჩამოჭრის შემდეგ

350 -100 700

ნაშთები ანგარიშებზე კონვერტაციის შემდეგ

20** 0 700

*მაგალითში მოცემული კურსი: 1 CZK=0.05 USD

**მაგალითში მოცემული კურსი: 1 USD=3.30 GEL

იმის გამო, რომ თანხის გამოყენება მოხდა საბარათე სისტემით გათვალისწინებული ვალუტისგან (ლარი, აშშ დოლარი, ევრო) განსხვავებულ ვალუტაში, თანხის ჩამოჭრა აშშ დოლარის ანგარიშიდან ხდება საგადამხდელო სისტემაში ოპერაციის შესრულების დღეს VISA/MC-ს მიერ დაფიქსირებული გაცვლითი კურსის შესაბამისად; აღნიშნული კურსი ზოგ შემთხვევებში მოიცავს ბანკის საკომისიოს, ტრანზაქციის თანხის ოდენობის 2.5%.

ანგარიშებს შორის ვალუტის კონვერტაცია ყოველთვის კონკრეტული თარიღისთვის მოქმედი კომერციული კურსის შესაბამისად ხორციელდება.

ინფორმაცია ვალუტის გაცვლითი კურსების წყაროების შესახებ:

 ვითიბი ბანკის ვალუტის კურსები

• VISA ვალუტის კურსები

 Mastercard ვალუტის კურსები
 

უკან დაბრუნება

ვალუტის კურსები